რეზონანსი
23.10.2026

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერი დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

„ვაღიარებ ბრალად შერაცხულ ქმედებას. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატებს. იმაზეც თანახმა ვარ პირობითი მომისაჯონ 1 წელი და 2 თვე“, - განაცხადა სანდერმა სასამართლო სხდომაზე.

ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ასევე ედავებიან მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×