
ენმ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც ოპოზიური პარტიის აკრძალავის სარჩელის განხილვა დაიწყო, მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს - შესაბამისი მოთოვნა სხდომაზე ანა წითლიძემ დააყენა.
ვითხოვთ მთელი შემადგენლობსი აცილებას. საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეტა ამ შემადგენლობით არ არის არც თავისუფალი და არც სამართლიანი. თავად ამ სარჩელის წარმოებაში მიღებაც კი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა", - განაცხადა ანი წითლიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.