რეზონანსი
21.10.2026

ჩვენ 1 მლნ 200 ათასი ამომრჩეველს დაკვეთის შესაბამის დაპირებას ვუსრულებთ, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე. ამ პროცესის დრო დადგა ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ წინა წლებში იყო.

„ამ წლების განმავლობაში ისეთი დიდი რისკის ქვეშ იდგა საქართველო და ისეთი დიდი ზეწოლა იყო მაშინ, რომ დაგვეწყო ეს პროცესი, შესაძლოა თვითონ სახელმწიფოს არსებობის საკითხიც კი დამდგარიყო. ამიტომ, ვიდრე სახელმწიფო ფეხზე არ დადგებოდა, მანამდე ეს პოლიტიკური რისკი არ გავწიეთ და სწორიც არის, იმიტომ რომ არ შეიძლება ბრძოლა ისე დაიწყო, სადაც ძალიან დიდი რისკია, რომ შენ კი არ დამარცხდები, არამდე შენი სახელმწიფო დამარცხდება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×