რეზონანსი
18.10.2026

სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ პარიზში დაწყებული მშვიდობიანი პროტესტი საფრანგეთის რამდენიმე ქალაქს მოედო, სტუდენტებისა და მოზარდების მასობრივი დაკავებისა და რამდენიმეს დასახიჩრების ფონზე კი ფართომასშტაბიან სოციალურ პროტესტსა და ძალადობრივ აქციებში გადაიზარდა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის" წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, პარიზის ბრძოლის ველს ჰგავს, ცეცხლის ალშია გახვეული საფრანგეთის კიდევ არაერთი ქალაქი. რამდენიმე დღეა პროტესტი არ წყდება. დემონსტრანტები წვავენ ისტორიულ შენობებს, არბევენ კომერციულ ობიექტებს, სამთავრობო შენობებს.

„სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ პარიზში დაწყებული მშვიდობიანი პროტესტი საფრანგეთის რამდენიმე ქალაქს მოედო, სტუდენტებისა და მოზარდების მასობრივი დაკავებისა და რამდენიმეს დასახიჩრების ფონზე კი ფართომასშტაბიან სოციალურ პროტესტსა და ძალადობრივ აქციებში გადაიზარდა. ცხოვრების დონის გაუარესებისა და ფასების რეკორდული ზრდის წინააღმდეგ საფრანგეთის ქუჩებში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა - პედაგოგები, მუშები, პენსიონერები, ფერმერები, მიგრანტები.

პოლიციასთან შეტაკებებისას დაშავებულთა და დაკავებულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. ძალოვანები ფიზიკურად უსწორდებიან ყველას, ვინც გზაზე ეღობებათ, იყენებენ ხელკეტებს, ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. მაგრამ ძალოვნი უწყებები წესრიგის უზრუნველყოფას მაინც ვერ ახერხებენ. კადრები, რომლებიც საფრანგეთის ქალაქებიდან ვრცელდება, შემზარავია. ამ ფონზე ვაშინგტონი ევროპის მიგრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს - „ჩაკეტეთ საზღვრები და დაამყარეთ წესრიგი სანამ გვიან არ არის", - ისმის მოწოდებები თეთრი სახლიდან.

საპროტესტო აქციები მაკრონის პრეზიდენტობის ბოლო თვეებსა და მისი რეიტინგის რეკორდულ ვარდნას ემთხვევა. საფრანგეთის მოქალაქეები გაზაფხულზე ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. მაკრონმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ სტუდენტთა „ლეგიტიმურ" მოთხოვნებს „პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ". ფაქტია, ყვითელჟილეტიანების უმოწყალო ცემისა და დასახიჩრებიდან რვა წლის შემდეგ, საფრანგეთში ისევ იგივე ხდება. ორგანიზატორი, „ყვითელი ჟილეტების" სახელით ცნობილი მოძრაობაა, რომელიც მიმდინარე პროტესტს „ყვითელთა და ახალგაზრდათა" დემონსტრაციებს უწოდებს. მათ მილიონობით მოქალაქე შეუeრთდა.

მასშტაბური აქციებია ბელგიაში, იტალიაში და სოციალურ ნიადაგზე ამბოხებული ევროპელები - დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ბოლო ცნობებით, დაახლოებით 20 წუთში პირდაპირ ეთერში ლეო სიხარულიძე შემოგვიერთდება და ასევე ნახავთ ლაივ კადრებს ცეცხლის ალში გახვეული ქალაქებიდან", - განაცხადა ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×