რეზონანსი
17.10.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს სთხოვა,  დაუშვან უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება მათ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

მადიარის თქმით, უნგრეთი მარცვლეულის ტრანზიტს არ შეაფერხებს.

მადიარის თქმით, 3-4 წლის წინ ტრანზიტის კარგად გამართული წესი არსებობდა, რომელიც მოგვიანებით შეწყდა. მისივე განცხადებით, პირად შეხვედრაზე ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ დიდი დახმარება იქნებოდა, თუ სიმინდს დასავლეთ ევროპაში რკინიგზით, დალუქული ვაგონებით გადაიტანდნენ.

„ვუთხარი, რომ თუ საქმე მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტს ეხება, რა თქმა უნდა, მას დაბრკოლება არ ექნება“,  – აღნიშნა მადიარმა.

როგორც „ სქაი ნიუსი“  წერს, უკრაინა მსოფლიოში ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის თესლის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. ამ კულტურების ექსპორტის დაახლოებით 90%, როგორც წესი, შავი ზღვის გავლით ხორციელდება, სადაც რუსეთის თავდასხმებმა თითქმის შეაჩერა სოფლის მეურნეობის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×