რეზონანსი
17.10.2026

პირველ რიგში, მადლობა ტელეკომპანიას, რომ პირადი კომუნიკაციის ასეთი შესაძლებლობა მოგვეცა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.

ბაკურიძის თქმით, გადაცემაში წარმოადგენს ადამიანებს, რომლებიც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან.

„პირველ რიგში, მადლობა ტელეკომპანიას, რომ პირადი კომუნიკაციის ასეთი შესაძლებლობა მოგვეცა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქ არ წარმოვადგენ არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას. წარმოვადგენ ხალხს, იმ ხალხს, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას გარკვეულ პრობლემებს აწყდება. სხვათა შორის, მინისტრის სიტყვებს მინდა დავემოწმო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, პირველი შემთხვევა მქონდა, ერთადერთი, ნატანებში წელს გვქონდა ხელფასებთან დაკავშირებით [აქცია], მაგისტრალიც გადაიკეტა. ადამიანებმა, რომლებიც დასაქმებულები არიან ავტომაგისტრალზე, მითხრეს, რომ „მინისტრი ჩვენს ზარს ყოველთვის პასუხობს, მინისტრი საქმის კურსშია, მინისტრმა იცის, მინისტრმა გადმოგვცა“. მადლობა იმისთვის, რომ ეს 10-თვიანი პრობლემა მოგვარდა თქვენი მონაწილეობით“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×