რეზონანსი
17.10.2026

საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური ველი გასუფთავდეს აგენტურისგან და შესაბამისად, უფრო მეტი მოტივაცია მიეცეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რათა ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, სარჩელი ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული.

„საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური ველი გასუფთავდეს აგენტურისგან და შესაბამისად, უფრო მეტი მოტივაცია მიეცეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რათა ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, გაგვიწიონ ჯანსაღი ოპონირება.

ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი სარჩელი, რომელიც ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული. შესაბამისად, ბურთი თავიდან ბოლომდე იქნება უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოედანზე. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური“, - აღნიშნა მან.

ხუთი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური მომავალი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყდება. 21 ოქტომბრიდან მოსამართლეები მმართველი გუნდის სარჩელის არსებით განხილვას დაიწყებენ. ქართული ოცნება „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახლის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ აკრძალვას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×