რეზონანსი
17.10.2026

მე, პირველ რიგში, შევხები იმ ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია პატრიარქის და დაკრძალვასთან. პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება, უფრო მეტიც, ბევრად მეტი იყო გამოყოფილი და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, მმართველი გუნდი საჭიროდ მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს საზოგადოებას.

„პირველ რიგში, წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას. თუ კიდევ რაიმე კითხვა დარჩება ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ერთად და შეგვიძლია, ნებისმიერ უწყებას მივმართოთ, მაგრამ ჯერ თქვენ გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარჯები იქნა გაწეული“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×