რეზონანსი
16.10.2026

დონალდ ტრამპის ახალი პრესსპიკერი, ქეითი ზაქარია პარასკევს, თანამდებობის დაკავებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საკითხში ჩახედულ სამ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მან თავად უბიძგა ზაქარიას, „გადაეხედა“ ამ პოზიციაზე მუშაობის გადაწყვეტილებისთვის.

„გულწრფელად რომ ვთქვა, შენს ადგილას გადავხედვდი [ამ გადაწყვეტილებას]“, - გაიხსენა პრეზიდენტმა პრესსპიკერთან საუბარი და დასძინა: „ქეით, გჭირდება ეს? არ ვფიქრობ, რომ ეს გჭირდება“.

ქეითი ზაქარიასთვის პირველი და, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო პრესბრიფინგი სამშაბათს საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამას მოჰყვა მედიის მასშტაბური კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, ასაღებდა თუ არა ის თავს იურისტად, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაციის გამოცდა ვერ ჩააბარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×