
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია დაოჯახდა. მან რჩეულზე, ნუცა ხელაძეზე ჯვარი ქაშვეთის ეკლესიაში დაიწერა. ჯვრისწერას ოჯახის ახლობლები და მეჯვარეები ესწრებოდნენ. ჯვრისწერა სპონტანურად დაიგეგმა, ზუსტად ერთ დღეში. მეორე დღეს საჯაროდ გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინესთვისაც და ნუცასთვისაც ეს მეორე ქორწინებაა. კონსტანტინე გამსახურდია პირველ მეუღლეს გაშორებულია და მასთან ორი ვაჟი ჰყავს. ნუცა ხელაძე ასევე განქორწინებულია პირველ მეუღლესთან და მას ერთი შვილი ჰყავს.
"ფორტუნამ" ნუცა ხელაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
"ჩვენ ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში, 4 წლის წინ გავიცანით. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, სოციალური ქსელის საშუალებით დამიკავშირდა. დავიწყეთ ურთიერთობა. გვაკავშირებდა ბევრი საერთო ინტერესი. სპეციალობით გახლავართ ლიტერატურათმცოდნე, ასევე ფინანსისტი. ორივე მიმართულებით მაქვს
სამაგისტრო ხარისხი. ახლა კი ვმუშაობ სადოქტორო თემაზე.
რაღაც პერიოდი ერთმანეთს ვხვდებოდით, შემდეგ კი ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გაიგო, რომ კონსტანტინემ ცოლი მოიყვანა. 3 წელია, არაოფიციალურად მისი მეუღლე ვარ. მე, ჩემი შვილი და კონსტანტინე ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალური ნაწილი მოგვიანებით აღსრულდა…
ჩემთვისაც მეორე ქორწინებაა. ჩემს პირველ მეუღლესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, საერთო შვილი გვყავს. ჩემი შვილი 17 წლისაა და აბიტურიენტია, ემზადება ჩასაბარებლად. კიდევ გვყავს ორი კატა და ასე ვცხოვრობთ.
მე ვარ ნუცა ხელაძე, დაბადებული 1983 წელს (იღიმის). მეუღლის გვარზე არ გადავსულვარ, თუმცა ამააშიც ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. როცა ხელს მოვაწერთ, შეიძლება, მანამდე მოვიფიქრო. ოფიციალურ ნაწილში დიდ აზრს ვერ ვხედავ, მთავარია, რა ხდება რეალურად.
ერთი დღით ადრე დავურეკეთ მამა ელიზბარს და შევუთანხმდით. მაკიაჟიც კი არ მქონია, არც საქორწილო კაბა. თეთრი ჟილეტი მეცვა… მივედით და ჯვარი დავიწერეთ… მინდოდა ქორწილი, მაგრამ კონსტანტინეს
არ უნდოდა დიდი ღონისძიება. აღარ დავაძალე და უბრალოდ, ჯვარი დავიწერეთ.
მინდოდა ქორწილი, მაგრამ კონსტანტინეს არ უნდოდა დიდი ღონისძიება. აღარ დავაძალე და უბრალოდ, ჯვარი დავიწერეთ.
რა თქმა უნდა, არის ასაკობრივი სხვაობა, 22-წლიანი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის, რომ ჩვენი წყვილი შემდგარიყო. საერთო ინტერესები, ღირებულებები, ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას მიმართ – ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა. ჩვენი ახლობლებიც დაგიდასტურებენ, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ იგრძნობა", - განაცხადა ნუცა ხელაძემ.
წყარო: ფორტუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე