
„თავის პატრონებთან მიდიან, რომ მათ კალთას შეეფარონ. სად არის დღეს „ლელოს“ თავმჯდომარე ხაზარაძე?! - უცხოეთში. სად არის გახარია?! - უცხოეთში. სად არის ვაშაძე?! - უცხოეთში. ყველა არის საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ. საით უნდა გაქცევა სააკაშვილს?! - უცხოეთში“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ლელოს“ განცხადებას, რომ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაში საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩაერთოს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, რადიკალები თავის პატრონებთან გარბიან და მათ კალთას ეფარებიან.
„ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც საზოგადოება სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით. როდესაც ჩვენს თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში, ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლებით უცხო ხალხისა და ხელისუფლებების ნებით. ამ ყველაფერს ვითმენდით. მათ შორის ვითმენდით იმიტომ, რომ იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან საქართველოზე და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი, როგორც ამას აკეთებს „ლელო“ იქნება ეს, გვარამია თუ სხვები. უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.