რეზონანსი
16.10.2026

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და მეგობრებს, ახლობლებს და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის იმ გაუგებრობის გამო, რომელიც მისმა მიმართვამ გამოიწვია. მაია ასათიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ბოდიშს იხდის. 

„ბოდიში მაქვს მოსახდელი ყველასთვის და თავზე ნაცარი წასაყრელი, რასაც ვაკეთებ, იმიტომ, რომ ჩემმა უაზრო პოსტმა ცოტა შეცდომაში შეგიყვანათ ყველა და გაფიქრებინათ ის, რასაც არასოდეს არ გავაკეთებ. მადლობა, არ მეგონა, თუ ამდენი გულშემატკივარი მყავდით.

ახლა მოგიყვებით, რა მოხდა. რეალურად, ყველაფერი ჩემი სისულელის ბრალია. ჰო, ხდება ხოლმე ხანდახან, რომ სისულელეს ვაკეთებ. რაღაც ვერ ვიყავი ხასიათზე, ხომ არი ხოლმე რაღაც ნაცრისფერი დღეები და გუშინ ასეთი დღე იყო. ახალი მიზანი მაქვს, რომ ოდესმე შევძლო და იტალიის პატარა სოფელში, ზღვის პირას პატარა სახლუკა მქონდეს.

მიფიქრია ემიგრაციაზე. ერთადერთი, რაც მაფერხებს ემიგრაციაში წასვლაზე, არის ჩემი შვილის საფლავი, რომელსაც აქ აივანზე რომ დავდგები, სასაფლაოს ვხედავ… მაგრამ რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ დავალაგებ ყველაფერს ისე და წავალ.

და გუშინ აი ასე სპონტანურად, უაზროდ, დავწერე ეს მესიჯი. მე ჩვევა მაქვს მერე, ჯანმრთელი ჩვევა, რომ საღამოობით ვთიშავ ტელეფონს და ხოლმე ვკითხულობ ხოლმე რაღაცას.

სადღაც თორმეტი საათიდან პირველამდე გამაღვიძა ბუბუმ, იმიტომ, რომ კარზე აკაკუნებდნენ და დამხვდნენ ჩემი მეგობრები, ერთ-ერთი თითქმის ტიროდა, იმიტომ, რომ თურმე დიდი ხანია აკაკუნებენ.

დედაჩემი არ არის საქართველოში, ჩემს დასთან ერთად არის... ჰოდა, აკანკალებული ვრეკავ. ზის მშვიდად და წყნარად. ვეუბნები დედა, კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ, არაფერი არ მაწუხებს, არ ინერვიულო

ძალიან დიდი ბოდიში და მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა, რომ გაღელვებდათ“, - ამბობს მაია ასათიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×