რეზონანსი
16.10.2026

12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბიძა, კახა დადიანიძე გადაცემის „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარი იქნება, სადაც მომხდარ ამბავთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, იცოდა იმის შესახებ, რომ გურიკა ლომისობაზე უნდა წასულიყო. 

„არავინ არ იცის აქ რომ ვარ, ახლა გაიგებენ. გურიკას დაკარგვის ამბავი ჩემი დისგან გავიგე. ზღაპარში ხდება, როდესაც მიწა ირწევა, ადამიანი იფარება და ეს არის. ეს ჩემთვის თავიდანვე დაუჯერებელი იყო. ბოლოს გურიკა ლომისაზე წასვლამდე, 3-4 დღის ადრე ვნახე.

ლომისობაზე რომ უნდა წასულიყო ეს ვიცოდი. არ ვიცი რა წამლებს ასმევდა და რა ვიტამინებს იღებდა. როგორც იძახიან ცოცხალიაო, ესე იგი რაღაც იციან. ჩემი ძმიშვილი ძალიან მიყვარდა და მასაც ძალიან ვუყვარდი. მხოლოდ გურიკას გამოჩენა და სიმართლის დადგენა მინდა“, - საუბრობს კახა დადიანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×