რეზონანსი
15.10.2026

 "პირველად რომ გავიგე დიაგნოზი, მეგონა ეს ჩემს თავს არ ხდებოდა, მეგონა ცუდი სიზმარია და აი ახლა გავიღვიძებ" - მანანა კოზაკოვა კარცინომასთან ბრძოლის შესახებ (ვიდეო)

"დღეს მინ­და რომ და­გე­ლა­პა­რა­კოთ ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე, რა­საც ჰქვია ცუდი დი­აგ­ნო­ზი - კარ­ცი­ნო­მა. მე და­მის­ვეს ეს დი­აგ­ნო­ზი, იმე­დი მაქვს რომ და­ვა­მარ­ცხე, რე­მი­სი­ა­ში ვარ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში," - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა თა­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სა­უბ­რობს, სა­დაც გულ­შე­მატ­კივ­რებს გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს.

"მინ­და რომ ყვე­ლას, ვინც დღეს ამას გა­დის, გვერ­დში და­ვუდ­გე... მახ­სოვს პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­გე, მე­გო­ნა ეს ჩემს თავს არ ხდე­ბო­და. მე­გო­ნა, რომ ცუდი სიზ­მა­რია და აი ახლა გა­ვიღ­ვი­ძებ, ან რა­ღა­ცა მო­მეს­მა. სულ ეძებ გზას, რომ ეს არ იყოს სი­მარ­თლე. მაგ­რამ დგე­ბა შე­დე­გი ეტა­პი, რო­დე­საც ამას იღებ და იწყებ ბრძო­ლას...

თუ ახლა ამ გზას გა­დი­ხართ და გგო­ნი­ათ, რომ ძალა აღარ გყოფ­ნით... მინ­და იცო­დეთ, რომ მარ­ტო არ ხართ.

მეც ზუს­ტად ეს გზა გა­ვი­ა­რე. ვიცი, რამ­დე­ნად რთუ­ლია, რამ­დე­ნი ეჭვი და შიში ახ­ლავს თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც მინ­და გი­თხრათ, არის ის, რომ ამ ყვე­ლაფ­რის და­მარ­ცხე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ძა­ლი­ან მინ­და ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით და­გეხ­მა­როთ. თუ გაქვთ შე­კი­თხვე­ბი, თუ უბ­რა­ლოდ გჭირ­დე­ბათ ვინ­მე, ვი­საც ეს­მის, რა­საც გრძნობთ - და­მი­წე­რეთ კო­მენ­ტა­რებ­ში ან მომ­წე­რეთ პი­რად­ში. შე­ვეც­დე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე გულ­წრფე­ლად გი­პა­სუ­ხოთ.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, თქვენ იმა­ზე ძლი­ე­რე­ბი ხართ, ვიდ­რე ახლა გგო­ნი­ათ!" - მი­მარ­თავს მსა­ხი­ო­ბი გა­მომ­წე­რებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×