რეზონანსი
15.10.2026

კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, ბუნებრივია, ეს საკითხი არ მოსწონთ რადიკალებს, „მეხუთე კოლონას“.

„კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას. ისეთი ე.წ. პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, რომლებიც არაკონსტიტუციურები არიან თავისი შინაარსით. ეწევიან სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ საქმიანობას. მათი მთელი პარტიული შინაარსი სწორედ ქვეყნისადმი, კონსტიტუციური წყობილებისადმი მტრულად განწყობილი და გამსჭვალული ქმედებით არის გაჯერებული. განპირობებულია იმით, რომ მათ სურვილი აქვთ იმოქმედონ საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

ბუნებრივია, ეს საკითხი არ მოსწონთ რადიკალებს, „მეხუთე კოლონას“. ცხადია, რომ როდესაც საკითხი დგება მათი პოლიტიკური ავანსცენიდან გაქრობისა, ისინი შფოთავენ“, - აღნიშნა მან.

სასამართლო განხილვები სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის" და კიდევ 4 პარტიის აკრძალვას ითხოვს, მომავალ კვირას იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×