რეზონანსი
15.10.2026

სა­მეგ­რე­ლო­ში, მა­მა­კაც­მა მისი მოგ­ვა­რე მამა-შვი­ლი დაჭ­რა. დაჭ­რი­ლი ქალი ცნო­ბი­ლი ტი­კტო­კე­რი ზამი რო­გა­ვაა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხებს შო­რის წარ­სულ­ში კონ­ფლიქ­ტი იყო. "ამბებს" ზამი რო­გა­ვა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებ­ზე კლი­ნი­კი­დან ესა­უბ­რა:

"ახლა არა მი­შავს, ჭრი­ლო­ბე­ბი და­მი­მუ­შა­ვეს, გა­მი­კე­რეს და ტკი­ვილს ვერ ვგრძნობ, ამ პი­როვ­ნე­ბამ ბარ­ძაყ­ში და­მარ­ტყა დანა. მერე მეს­რო­ლა, ორი თუ სამი ჭრი­ლო­ბა მაქვს მუც­ლის არე­ში და ერთი კი­სერ­თან - არ­ტე­რი­ას­თან. იმ მკვლელ­მა ჯერ მამა და­მი­ჩე­ხა, თო­ფიც ეს­რო­ლა ანუ ორი­ვე ორი ია­რა­ღით დაგ­ვჭრა.

ვალ­ტერ რო­გა­ვა ძებ­ნი­ლია, მისი ძმა კი და­ჭე­რი­ლია, ორი­ვეს 18 წელი მი­უ­სა­ჯეს ჩემი სი­ძის და­ჩე­ხის­თვის. ძმა და­ა­კა­ვეს და ეს გა­იქ­ცა. რო­გა­ვამ წლე­ბის წინ პირ­ვე­ლად მა­მა­ჩე­მი დაჭ­რა, და­ჭე­რი­ლიც იყო, ოთხი წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი და ადრე გა­მო­უშ­ვეს.

მას მა­მა­ჩემ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და ელე­მენ­ტა­რულ რა­ღა­ცა­ზე - მე რომ ვდგა­ვარ იმ გზა­ზე, რა­ტომ დგა­ხა­რო, თუ რა­ღაც. როცა თვრე­ბა, შა­რი­ა­ნი ხდე­ბა და ყვე­ლას უხირ­დე­ბა, ძა­ლი­ან ცუდი სიმ­თვრა­ლე აქვს. ამის მერე მე და ჩემი სიძე მი­ვე­დით მას­თან და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, რა დრო­საც მან და მის­მა ძმამ ჩემს თვალ­წინ ჩემი სიძე დაჭ­რეს კი არა და, და­ჩე­ხეს. სიძე გა­დარ­ჩა, უფ­ლის წყა­ლო­ბით... ორი­ვე ძმას 18 წელი მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ მხო­ლოდ ძმა და­ი­ჭი­რეს, ეს ძებ­ნა­ში იყო.

დღეს ამ ძებ­ნილ­მა პირ­და­პირ სახ­ლში მოგ­ვა­კი­თხა.

მე და მამა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვის­ხე­დით, პა­ტა­რა ბავ­შვი მყავს, წლის და სამი თვის, სა­მი­ვეს ერ­თად უნდა გვე­სა­დი­ლა. მა­მამ კარ­ზე ბრა­ხუ­ნის ხმა გა­ი­გო და გა­ვი­და ჩვე­უ­ლებ­რივ. მეგ­რუ­ლად გი­ნე­ბა შე­მო­მეს­მა და როცა გა­ვე­დი, მა­მას­თვის თოფი უკვე ნას­რო­ლი ჰქონ­და თა­ვის არე­ში. მე­ო­რე­საც რომ უმიზ­ნებ­და, მაგ დროს ვეცი, რა დრო­საც ფე­ხებ­ში მეს­რო­ლა. უკვე ახ­ლოს მი­ვე­დი, თოფს ვწვდი ხე­ლით, ამ დროს ბავ­შვი გა­მო­ვი­და, ყვე­ლა­ფე­რი მის თვალ­წინ ხდე­ბო­და.

მა­მამ ვალ­ტერს თოფი წა­არ­თვა, მაგ­რამ და­ნით და­ჩე­ხა. ყვი­რი­ლი და­ვი­წყე, სას­წრა­ფოს და­ვუ­რე­კე. მამა ფაქ­ტობ­რი­ვად ვერც აზ­როვ­ნებ­და, ბევ­რი სის­ხლი დაღ­ვა­რა. ჩემს ყვი­რილ­სა და თო­ფის ხმა­ზე მე­ზობ­ლე­ბი მოც­ვივ­დნენ.

თავ­დამ­სხმე­ლი გვა­გი­ნებ­და, მა­მას უყ­ვი­რო­და, რამ­დენ­ჯერ გა­მო­გიგ­ზავ­ნე ნა­თე­სა­ვი, შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ზე ხელი მო­გე­წე­რა, რა­ტომ არ მო­ა­წე­რეთ, და­სა­ჩე­ხე­ბი ხარ­თო; ანუ ის ჩვენ­გან მო­ი­თხოვ­და, სა­ჩი­ვა­რი უკან გა­მოგ­ვე­ტა­ნა, სიძე რომ დაგ­ვი­ჩე­ხა, იმ საქ­მე­ზე. რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი ახ­სე­ნა.

რო­გა­ვე­ბის უბან­ში ვცხოვ­რობთ, ვალ­ტე­რი ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვი არ არის, მოგ­ვა­რეა და მე­ზო­ბე­ლი, თან, ჩემი კლა­სე­ლია, 1985-ია­ნია.

რამ­დენ­ჯერ გა­ვაფრ­თხი­ლე პო­ლი­ცია და ვუ­თხა­რი, სა­ში­შია, მოვა და რა­ღა­ცას დაგ­ვმარ­თებს-მეთ­ქი. ცხელ ხაზ­ზეც მაქვს და­რე­კი­ლი, იმ პე­რი­ოდ­ში სახ­ლში არ ვი­ყა­ვი და მამა მარ­ტო რომ იყო, მე­ში­ნო­და, რად­გან მუდ­მი­ვად გვე­მუქ­რე­ბო­და.

პო­ლი­ცია რომ არ გა­მეფრ­თხი­ლე­ბი­ნა და არ სცოდ­ნო­დათ, კი­დევ მეს­მის, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იღო­ნეს...

ახლა მამა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბი­ან, ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა და გა­დარ­ჩე­ბაო. იმე­დია, სა­მარ­თა­ლი აღ­სრულ­დე­ბა და ახლა მა­ინც და­ი­ჭე­რენ იმ სა­ზი­ზღარს", - განაცხადა ზამი რო­გა­ვამ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×