რეზონანსი
14.10.2026

ნინი ქარსელაძე პირადი ცხოვრების შესახებ გულახდილად ალაპარაკდა. მომღერალმა „იმედის“ ეთერში, ნოე სულაბერიძის გადაცემაში, განვლილი ცხოვრების რთული პერიოდები გაიხსენა და ისეთ თემებზე ისაუბრა, რომლებზეც აქამდე საჯაროდ არაფერი უთქვამს.

„გვერდიდან ძალიან უდარდელი ცხოვრება ჩანს ჩემი, მაგრამ საკმაოდ ბევრი განსაცდელი გავიარე ცხოვრებაში… პირველად ვამბობ ამას შენს გადაცემაში... ისეთი რაღაცა დაუბრალებიათ, რისი ღირსიც არ ვიყავი, მეგობარზე ვამბობ… ნამდვილად ვიცი, რომ არ ვიყავი ამის ღირსი… ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება“, – თქვა ნინი ქარსელაძემ.

მომღერლის მეუღლე ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილი იყო. წყვილმა ფარულად იქორწინა 2021 წლის იანვარში, თუმცა 3-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ოჯახის დანგრევის შესახებ ინფორმაცია თავად ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში 2024 წლის ნოემბერში დაადასტურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×