რეზონანსი
11.10.2026

ბოლო დღე­ე­ბის გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტებს. რო­გორც სი­ნოპ­ტი­კოს­მა თა­მარ პა­პაშ­ვილ­მა "ამებებს" ს გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 30 გრა­დუს­საც კი მი­აღ­წევს.

მაგ­რამ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეხე­ბა. არც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა ცივი ამინ­დე­ბი, თუმ­ცა ჰა­ე­რი მაქ­სი­მუმ 25 გრა­დუ­სამ­დე მაინც გათ­ბე­ბა.

"შემდეგ კვირას და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს ნა­წილ­ში იქ­ნე­ბა უნა­ლე­ქო ამინ­დი და ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რაც საკ­მა­ოდ მო­ი­მა­ტებს, 25-30 გრა­დუსს მი­აღ­წევს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აჭა­რის სა­ნა­პი­რო ზოლ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კოლ­ხე­თის დაბ­ლობს და მთი­ან რე­გი­ო­ნებს, აქ ვე­ლით აღ­მო­სავ­ლე­თის ქარს,  17-22 მ/წ ფარ­გლებ­ში.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 30 გდა­რუსს ვერ მი­აღ­წევს, მაგ­რამ იქ­ნე­ბა უნა­ლე­ქო ამინ­დე­ბი. დღეს მზი­ა­ნი, თბი­ლი დღე გვაქვს, მაგ­რამ შემ­დეგ დღე­ებ­ში, შე­და­რე­ბით ნის­ლი­ან, ღრუბ­ლი­ან ამინდს ვვა­რა­უ­დობთ, ხან­მოკ­ლე წვი­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ქარი არ გვექ­ნე­ბა, ხოლო ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 25 გრა­დუსს არ გა­და­ა­ჭარ­ბებს.

15 ოქ­ტომ­ბრი­დან დათ­ბე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თე­ლო­შიც მო­ი­მა­ტებს. გვექ­ნე­ბა მზი­ა­ნი ამინ­დე­ბი. 17 ოქ­ტომ­ბრი­დან კი ისევ ვე­ლო­დე­ბით არამ­დგრად ამინ­დებს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ვერ ვი­ტყვით, რომ მხო­ლოდ მზი­ა­ნი და თბი­ლი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი, იქ­ნე­ბა წვი­მი­ა­ნი პე­რი­ო­დე­ბიც, თუმ­ცა მო­ნაც­ვლე­ო­ბა მზი­ა­ნი და წვი­მი­ა­ნი დღე­ე­ბის ნამ­დვი­ლად გევ­ქნე­ბა.

დე­და­ქა­ლაქს, რაც შე­ე­ხე­ბა, უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, 13 ოქ­ტომ­ბრის დღის ბო­ლოს შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე ხა­სი­ა­თის წვი­მა, 14 და 15 რი­ცხვში ისევ მო­ი­ამ­ტებს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა, კვი­რის ბო­ლოს ისევ ვე­ლო­დე­ბით არამ­დგარდ ამინდს" - განაცხადა სი­ნოპ­ტი­კო­სმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×