
გუშინ მოდელი თამუნა ვაშალომიძე საუბრობდა, რომ გადაწყვიტა, მამა გაიცნოს. დღეს კი ამ ამბის გაგრძელება ამცნო საზოგადოებას:
"ახლა ველაპარაკე დედაჩემს. დაწყნარებული ვარ, დამშვიდებული ვარ და ვცდილობ, რაღაცნაირად მშვიდად გელაპარაკოთ, იმიტომ, რომ ძალიან ემოციური საღამო მქონდა. ამ ყველაფერში გვერდში მიდგას სალი... პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება, დედაჩემი იქნება თუ სხვა ადამიანი, ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს და არავის არ განვსჯი, არასოდეს.
მოკლედ, ასე მითხრა დედაჩემმა, რომ მამაჩემი არ არის ქართველი... მამაჩემია ისეთი ქვეყნიდან, რისი წარმოთქმაც არ ვიცი, არ მინდა. მოკლედ, მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან... თავიდან ძალიან ისეთი ემოციები მქონდა და ეს ყველაფერი იმიტომ დავიწყე, რომ... თავიდან სხვა ინფორმაცია მქონდა, როცა ჩვენ ამაზე გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით, ვიცოდი, რომ ქართველი იყო, ვიცოდი, რომ ნახევარძმები მყავდა და რადგანაც სოფია მეზრდება, პლიუს ერთ ქალაქში ვცხოვრობთ... მაგრამ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ მენახა და გამეცნო, უბრალოდ მენახა... მოკლედ, სხვა განზრახვა არ მქონია, რაღაც მოდი, მამიკო, გენაცვალე, ეგეთი რაღაცა არასდროს მქონია, რა თქმა უნდა. მე ჩემს მამად ვთვლი კაკოს და მადლობას ვუთვლი კიდევ ერთხელ ამ ყველაფრისთვის...
მოკლედ, ძალიან განვიცადე, ძაან ვინერვიულე, ბევრჯერ ვიტირე, ყველაფერი ემოციური იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მერე დავურეკე თამუნა მუსერიძეს და ვუთხარი, რომ გამეკეთებინა ტესტი, რომელიც ეროვნების ვარ. დედაჩემ არის პოლონელ-უკრაინელი. მე თუ არ ვარ ქართველი, რა თქმა უნდა, უნდა ამოვიდეს სისხლში... აყვანილია დედაჩემი... ამ ისტორიას იმდენად არ დავუმძიმივარ, როგორც რაღაც-რაღაცებმა დამამძიმა, გულახდილად მელაპარაკა დედაჩემი, ყველაფერში გაუგე, ყველა პირადში... მეც დამენგრა პირადი, ხო? ყველა ადამიანს საკუთარი პირადი აქვს და რა თქმა უნდა, არავინ უნდა ვიკითხოთ, პირველ რიგში, დედაჩვენი... მაგრამ ერთადერთი, რამაც ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, ეს იყო ჩემი თავის ემოცია და ეს არის ის, რასაც ვერ ვაპატიებ...
ანუ ურთიერთობა მაქვს, ვზრუნავ, ვიზრუნებ ყოველთვის, მან გამაჩინა, მაგრამ ეს არის ის, რასაც ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ ვიხდი.... როდესაც მე გავჩნდი, ორი დღის ბავშვი რომ დამტოვეთ... ორი დღის ბავშვი, 91-ში, როდესაც საერთოდ პამპერსი არ იყო, საჭმელი... წარმოიდგინეთ, ორი დღის ბავშვი... და წავიდა... ამას რაც არ უნდა იყოს, მერე ისეთი სირთულეები გადამიტანია, ყველაზე ცუდი რაღაცები გადამიტანია და არასოდეს მიფიქრია, რომ... ამას ვერ გავიგებ, როგორ უნდა მიატოვო ორი დღის ბავშვი... მერე ისიც ვუთხარი, მერე რომ აღარ მოუშვეს ბებიამ და პაპამ, არ უნდა მოეშვი-თქო... ესეც ვუთხარი, იმიტომ, რომ მე არ მინდოდა ის ტანსაცმელები, ექვსი თვის მერე, მე დედა მინოდა, ვინც მაჭმევდა, ვინც ჩამეხუტებოდა...
მოკლედ რას ვიქექები, იმიტომ დავიწყე ქექვა, რომ თუ ქალაქში ვართ და მყავს ეს ძმები, სოფია მეზრდება... მაგრამ მერე რომ თქვა, არ ხარო ქართველიო და რუსია ის ადამიანი, მერე ვიფიქრე, რომ გავიკეთებ ამ ტესტს...
როცა ყველაფერს გავარკვევ, რა და როგორი იქნება, რანაირიც იქნება, მართლა ფელმი უნდა გადავიღო ჩემს ცხოვრებაზე... არ მეგონა დღეს რამე თუ კიდევ ამატირებდა, მაგრამ ძალიან იმოქმედა.
ადამიანები ხომ განიცდიან და იძახიან, რომ რაღაც არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მე სამწუხაროდ ეს ემოცია ვერ მივიღე, რომ არ უნდა მექნა.
ძალიან გთხოვთ, არ განსაჯოთ, არ განიკითხოთ დედაჩემი, ცუდი კომენტარები არ დაწეროთ, იმიტომ, რომ ყველაფერს კითხულობს და არ მინდა, ემოციურად რამე ზემოქმედება იყოს მასზე..."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე