რეზონანსი
09.10.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაულუ რანჟელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ამნესთი ინთერნეიშენალი“ თაღლითური ორგანიზაციაა და მათ ყურადღება ირანის ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე უნდა გაამახვილონ.

როგორც რუბიომ აღნიშნა, ირანის რეჟიმმა თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში ათიათასობით ადამიანი მოკლა.

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ თაღლითური ორგანიზაციაა. თუ მეკითხებით, რას ვფიქრობ, გეტყვით: იცით, რაზე უნდა იყოს ის ფოკუსირებული? ირანის რეჟიმზე, რომელმაც თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში ათიათასობით ადამიანი ცივსისხლიანად მოკლა. ორგანიზაციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზეც, თუ როგორ შედის ირანის რეჟიმი საავადმყოფოებში, როდესაც დაშავებული დემონსტრანტები იქ მიჰყავთ და კლავს მათ საავადმყოფოს საწოლებში. ზოგჯერ კი იმ ექიმებსა და ექთნებსაც კლავს, რომლებიც მათ მკურნალობდნენ. სწორედ ამაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ეს ომის დანაშაულებია. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებია და ეს დანაშაულებია, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადიან“, - განაცხადა რუბიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×