რეზონანსი
09.10.2026

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბათუმში, 2025 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო ორი დღის შემდეგ, ბრალდებულმა შვილთან ერთად ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, კვლავ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე. შემდეგ კი ბრალდებულებმა იგი მდინარე ჭოროხის ძველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ისევ იძალადეს მასზე ფიზიკურად და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მდინარე ჭოროხში გადააგდეს. დაზარალებულის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×