რეზონანსი
08.10.2026

პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. თაკო ბარბაქაძე წერს, რომ ის ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.

"ახლა ჩემში მეორე სიცოცხლე იზრდება. ჩემთვის ამ ყველაფრის გაგება ერთდროულად ბედნიერებაც იყო და შიშიც. ისე მიხარია, რომ ისევ გავხდები დედა, ვერ წარმოიდგენთ… ჩვილ ბავშვებზე ვგიჟდები, რომ ჭამენ და თვალები სიამოვნებით რომ ევსებათ. სამწუხაროდ, გაბის ეგ პერიოდი გამოვტოვეთ და ჩემთვის ისევ უცხოა ჩვილი ბავშვის მოვლა… სახლში მხოლოდ 9 დღე მყავდა და ისიც მხოლოდ ჩემი ქმარი უვლიდა, მე უბრალოდ ვაჭმევდი… ხელში ვერ ვიყვანდი, მხოლოდ გვერდით ვიწვენდი, მეშინოდა… 

მეორე ბავშვის დედიკო ვხდები, მაგრამ ისევ არ ვიცი როგორ მოვუარო ჩვილ ბავშვს. გაბრიელმა ჩემს გვერდით 9 დღე გაატარა ღამეც ჩვენთან ეძინა და საწოლს ძალიან დიდი ხანი გაბის სუნი არ გასულა… იმხელა სტრესი გადავიტანე, არ მეგონა კიდევ თუ გავხდებოდი დედა. მეშინია, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერს გავუკლავდებით. გაბის კი გვერდით პატარა მეგობარი ეყოლება; ერთად გაიზრდებიან და არ აქვს მნიშვნელობა დაიკო იქნება თუ ძამიკო. ვიცი, რომ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იქნებიან. გაბის სურნელი და ჩვილობა კი ვერ შევირგეთ, თუმცა ახლა გვყავს უძლიერესი ბიჭი და ამით ვტკბებით და ასევე პატარა ნამცეცი მუცელში. ყველაფერი რაღაც მიზნით ხდება და მჯერა რომ ოდესღაც ეს ტკივილი დავიწყებას მიეცემა“, - წერს თაკო ბარბაქაძე.

პატარა გაბრიელ ჩადუნელს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, გერმანიის კლინიკაში მკურნალობდნენ. პატარა გაბი 20 აგვისტოს სამედიცინო დაწესებულებიდან ბინაზე გაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×