რეზონანსი
07.10.2026

ბოლო დღე­ებ­ში მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტია რუ­სეთ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, "შავი ჭი­რის" ეპი­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე ორი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, 200-მდე პირი კი იზო­ლა­ცი­ა­შია. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ამ ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში 50 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა. ეპი­დე­მი­ურ ქვეყ­ნებს შო­რის იყო სა­ქარ­თვე­ლოც.

რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი და­ა­ვა­დე­ბის­გან და რო­დის და­ფიქ­სირ­და ბო­ლოს შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში? ექიმი-ეპი­დე­მი­ო­ლოგი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლისტი ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­ი ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას:

"ზო­გა­დად, შავი ჭი­რის ვირუ­სის გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან გა­რე­უ­ლი მღრღნე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბი. ქვეყ­ნე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია გა­დამ­ტა­ნე­ბის სა­ხე­ო­ბა. ძი­რი­თა­დად ისი­ნი ავად­დე­ბი­ან და შემ­დეგ ადა­მი­ან­ზე გა­და­ცე­მა რწყი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. რწყი­ლის გა­რე­შე ეს და­ა­ვა­დე­ბა მღრღნე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე ვერ გა­და­ვა.

შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. ყო­ველ წე­ლი­წადს თავს იჩენს სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მა­გა­ლი­თად, მა­და­გას­კარ­ში ყო­ველ წე­ლი­წადს აქვთ ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა. ეს არის, რო­გორც გი­თხა­რით, მღრღნე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა, რო­დე­საც მათი რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, მათ­ში იფეთ­ქებს ხოლ­მე ეპი­დე­მია. ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი და ეპი­დე­მი­ის შემ­დეგ, რო­დე­საც მათი რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა, ხდე­ბა ერ­თგვა­რი შეს­ვე­ნე­ბა. გამ­რავ­ლე­ბის შემ­დეგ კი ისევ იჩენს თავს. არ­სე­ბობს შავი ჭი­რის ბუ­ნებ­რი­ვი კე­რე­ბი, სა­დაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ვერ აღ­მო­ფხვრეს და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ადა­მი­ანს გა­და­ე­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ერთ გა­რე­მო­ში ხვდე­ბი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მღრღნე­ლი, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რწყი­ლი და ადა­მი­ა­ნი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არ­სე­ბობს შავი ჭი­რის ორი კერა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მეტ-ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რია, მე­ო­რე კი - ნაკ­ლე­ბად. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბა. ქვეყანაში შავი ჭირის ბოლო შემთხვევა 1922 წელს დაფიქსირდა.

რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან მა­ლე­ვე ვლინ­დე­ბა - მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბით, ძლი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­თა და სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა ბუ­ბო­ნუ­რი. სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა რე­ა­ლუ­რად, უბ­რა­ლოდ დრო­უ­ლად უნდა მოხ­დეს მკურ­ნა­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­ტვის­მი­ერ ფორ­მას, მისი გა­და­დე­ბა უფრო მარ­ტი­ვია და ფა­ტა­ლურ შე­დეგს ვი­ღებთ", - განუცხადა "ამბებს" ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×