
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი კოსტიუმების დიზაინერის, კირილ გასილინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა კირილ გასილინი. ადამიანი, რომლის ნიჭი და შემოქმედებითი ხედვა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის უახლესი ისტორიის ნაწილად იქცა.
კირილმა შექმნა კოსტიუმები ჩვენი ბოლო ორი პრემიერისთვის - „ბაიადერასა“ და „გედების ტბის“ ახალი დადგმისთვის. მისმა ნამუშევრებმა სცენაზე გამორჩეული ფანტაზია და ხასიათი შემოიტანა და ამ სპექტაკლების უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. უსაზღვროდ მადლიერნი ვართ იმ სილამაზისთვის, რომელიც მან ჩვენთან ერთად შექმნა.
თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. ის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავისი შემოქმედებით და დადგმებით, რომელთა გაცოცხლებაშიც თავისი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
კირილ გასილინის 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სწრაფად პროგრესირებადი ონკოლოგიური დაავადდება აღმოაჩნდა, რამაც მისი ნაადრევი გარდაცვალება გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე