
ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პატარა ბიჭის შესახებ სასიხარულო ამბავს აქვეყნებს. საქმე ეხება მცირეწლოვანს, რომლის შესახებ ის 10 სექტემბერს წერდა.
პატარა ბიჭს ფეხებზე იშვიათი დაავადება აქვს. სიარული უჭირდა და თანატოლებთან ერთად ვერ თამაშობდა. აკამ სოციალურ ქსელში მომართვა გაავრცელა და კლინიკებს მოუწოდა, თუ დაინტერესდებოდა რომელიმე კონკრეტული დაწესებულება ბავშვის მდგომარეობით, თავად ატარებდა პროცედურებზე.
როგორც სინჯიკაშვილი წერს, პატარა თბილისში ამერიკულ ჰოსპიტალში ჩამოიყვანეს და კარგი შედეგები აქვს.
„პატარა ჩამოვიყვანეთ თბილისში და მიიღო საუკეთესო ექიმმა, ბავშვთა ორთოპედმა ლევან ქაჯაიამ, ამერიკულ ჰოსპიტალში. ორი კვირაა ვმკურნალობთ და საუკეთესო შედეგები გვაქვს.
რამდენიმე თვეში ოპერაციას გავუკეთებთ, შემდეგ რეაბილიტაციის დრო და ბავშვი ფეხზეც გაივლის, ირბენს კიდეც და ფეხბურთსაც ითამაშებს.
ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ექიმს კი ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს, კონსულტაციის ფული არ გამოგვართვა და მარტო ჩვენ კი არა, მართლა ყველას ასე ექცევა. უკეთესი ამბებით დავბრუნდები“, - წერს სინჯიკაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე