რეზონანსი
06.10.2026

ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის განცხადებით, საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით იმავე ტემპით იზრდება, რა ტემპითაც ფასები, თუმცა საშუალო ხელფასის მაჩვენებელი მოსახლეობის რეალურ მდგომარეობას სრულად ვერ ასახავს, რადგან მაღალშემოსავლიანი ადამიანების ხელფასების ზრდა საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

„საშუალო ხელფასი იზრდება, დაახლოებით იმ ტემპით, რა ტემპითაც ფასები, ანუ ინფლაცია, მაგრამ საშუალო ხელფასი არ ასახავს ადამიანების მდგომარეობას რეალურად. იმიტომ, რომ ეს არის გასაშუალოებული მონაცემი - მაღალშემოსავლიანი ადამიანების ხელფასები იზრდება დიდად, მაგრამ დაბალშემოსავლიანი ადამიანების ხელფასი ამდენით არ იზრდება.

პრობლემა ზუსტად დაბალშემოსავლიან მოსახლეობას აქვს. ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დაბალშემოსავლიანი, იქნება ეს პენსიონერი თუ დაქირავებით მომუშავე. ამ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ხარჯების დიდი წილი მოდის საკვებ პროდუქტებზე, ჯანდაცვაზე და მსგავს ხარჯებზე, სადაც ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა, არის უფრო მაღალი, როგორც წესი.

ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც დაბალშემოსავლიან ადამიანებს უფრო მეტად სტრესავს, ვიდრე მაღალშემოსავლიან ადამიანებს. ეს განსაკუთრებით კომიკური იყო იმ მაჩვენებლებში, როცა პენსიონერის პენსია იზრდება მინიმუმ 20 ლარით, ზოგ შემთხვევაში 70 ლარით და პარლამენტარის და სხვა თანამდებობის პირების ხელფასი იზრდება მინიმუმ 1080 ლარით.

ამ პარლამენტარების უმრავლესობა არის მილიონერი და იმას 1000 ლარით მეტი ექნება თუ 1000 ლარით ნაკლები, საერთოდ არ ადარდებთ.

ეს არასამართლიან დამოკიდებულებას აჩვენებს, თორემ არავინ ამბობს, რომ რამდენიმე ასეული პარლამენტარის და თანამდებობის პირის ხელფასის ვერ გაზრდით რამენაირად პენსიებს წავუმატებთ. აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უსამართლოა და უთანასწოროა ეს ყველაფერი“, - განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში ბერიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×