რეზონანსი
06.10.2026

ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა.

მან 2025 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალიც მოიპოვა. ეთერ ლიპარტელიანი ასევე არის ევროპის მოქმედი ჩემპიონი. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×