რეზონანსი
06.10.2026

ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში, მოლდოვის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

თბილისში ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ მწვავე და კრიტიკულ განცხადებებს იხსენებენ და კოსს ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ინდექსებსა და სტატისტიკას, სადაც საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს. მათ შორის სიღარიბის მაჩვენებლებით, ეკონომიკური ზრდით, კორუფციის ინდექსით, უცხოური ინვესტიციებით, საკუთრების უფლებების, ბიზნესის, შრომისა და ვაჭრობის თავისუფლების შეფასებებით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ კანდიდატ, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანასთან შედარებით, თუმცა ევროპელი მაღალჩინოსნები განცხადებებს არა სტატისტიკაზე, არამედ ორმაგ სტანდარტებზე დაყრდნობით აკეთებენ.

"ქალბატონი მარტა კოსი საუბრობს, რომ მოლდოვა წინ არის საქართველოსთან მიმართებით, ხოლო მაია სანდუს თქმით, მოლდოვის ერთ-ერთი გაწევრიანების გზა ევროკავშირში არის, თუ შეუერთდება რუმინეთსო.

სხვა არაფერი რომ არ ვთქვათ, საკმარისია ევროკავშირის მიერ დაკვეთილი კვლევები და ანალიზის შედეგები, სადაც საქართველო გაცილებით წინაა, მთელ რიგ შემთხვევებში - იქნება ეს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფალი სიტყვის ჟურნალისტური დონე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ პარლამენტის მიმართ დემოკრატიის ხარისხი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დონე.

ამ ყველაფერში საქართველო არა მხოლოდ წინ არის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, არამედ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც, მაგრამ კოსები და კალასები მაინც იტყვიან, რომ სხვა ქვეყანა უკეთეს შედეგებს დებს, იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში გარე მმართველობაა დამყარებული, ხოლო ჩვენს ქვეყანაში - არა. ზუსტად ამ ადამიანებს არ მოსწონთ, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება და თავისუფალი ხმის ამოღების შესაძლებლობა," - აცხადებს არჩილ გორდულაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×