რეზონანსი
06.10.2026

ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაულის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების თხოვნის შესახებ.

მისივე თქმით, ყველასთან მიმართებით ვინც დანაშაულს აღიარებს სახელმწიფო იქნება ლმობიერი.

„ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს გულზე მჯიღს ირტყამენ, თითქოს ის ადამიანები, რომლებიც ახლა შეწყალების თხოვნით მიმართეს სახელმწიფოს არასწორ ნაბიჯს დგამენ, ისინიც რიგში იქნებიან და დღეს თუ ხვალ მათ შორის ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებს მოვისმენთ. რა თქმა უნდა მათაც შეეხებათ ის ნაბიჯი, რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო გადადგამს ყველას მიმართ, რომელთაც აქვთ იმის რესურსი რომ აღიარონ საკუთარი დანაშაული“, - განაცხადა შალამბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×