რეზონანსი
06.10.2026

მეხუთე დღეა, პატიმარ დავითაძის ოჯახი პენიტენციურ უწყებას მძიმე ბრალდებებს უყენებს. სასჯელაღსრულების მხრიდან არაერთი მტკიცებულების გავრცელების, სახალხო დამცველის განცხადების მიუხედავად, დავითაძის ოჯახი მაინც ამტკიცებს, რომ პატიმარზე იძალადეს. დავითაძის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციური პარტიების და მათი მომხრე ენჯეოების ნაწილი.

"კურიერმა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ გიორგი დავითაძემ ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა და თავად თქვა უარი სამედიცინო-სასამართლო შემოწმებაზე.

მმართველი გუნდი კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს და სვამს კითხვებს, - რატომ დუმდა დავითაძე და მისი ოჯახი 9 თვე, თუკი ფაქტი შარშან დეკემბერში მოხდა, და რატომ თქვა პატიმარმა უარი ექსპერტიზაზე, რომელიც, სიმართლის შემთხვევაში, მისი მთავარი არგუმენტი იქნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×