რეზონანსი
06.10.2026

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში.

ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი. საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურისთვის მიმართვას უღირს საქციელს უწოდებს პაატა ბურჭულაძის შვილიც.

აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი წერს, რომ ვერ ხვდება რა ფენომენია მურთაზ ზოდელავასთვის და ლაშა ბერიძისთვის საპროცესოს გაფორმება.

"ზოდელავა და ბერიძე რომ აფორმებენ საპროცესოს ეგ რა ფენომენია?

არაფერზე ამომიღია ხმა აქამდე და მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო.

ჯერ ისედაც კონსპირაციულ გარიგებებზე ხმა არ ამოუღიათ და არ უსაუბრიათ!

თქვენ მართლა მარიონეტები ხომ არ გგონივართ? როცა გინდათ მაშინ მოგვასაქმებთ თავზე და მერე მშვიდად გაივლით?!

პასუხისმგებლობების საკითხს აღარ შევეხები, თუმცა თუ საჭირო გახდა ჩავშლი დეტალურად!"- აცხადებს მარიამ მეყანწიშვილი.

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×