რეზონანსი
06.10.2026

ევროკავშირი აპირებს, 2027 წლის ბოლომდე სრულად უარი თქვას რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსული გაზის მოხმარების შეწყვეტის გეგმებზე უარს არ იტყვის.

მისივე თქმით, ოთხი წლის წინ, როცა გაზის იმპორტის 45% რუსეთზე მოდიოდა, მოსკოვი ევროპას აშანტაჟებდა.

„ევროპა ერთიანი დარჩა და ამ სიტუაციიდან უფრო ძლიერი გამოვიდა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, დღეს რუსული გაზის წილი 45%-დან 12%-მდე შემცირდა და მომავალი წლის ბოლოსთვის ნულს გაუტოლდება.

ცნობისთვის, 2027 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი მთლიანად აიკრძალება, თუმცა სანქციების 21-ე პაკეტის მიღების შემდეგ დროებითი გამონაკლისი შენარჩუნდა მესამე ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებაზე ძველი კონტრაქტების მიხედვით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×