რეზონანსი
06.10.2026

უკრაინის მეტალურგიული წარმოების დაახლოებით 90% გაჩერდა. ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

რუსული დარტყმების შედეგად, ფოლადის წარმოების დაახლოებით 90% შეჩერებულია. კიევს 5-7 მილიარდი დოლარის ოდენობის სავალუტო დანაკარგი ემუქრება და ბიუჯეტის შემოსავლების კლება 30-40 მილიარდი გრივნით. რკინის მადნის ექსპორტის შემცირებამ შესაძლოა წელიწადში დამატებით 1 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვიოს.

კრიზისი სცდება მეტალურგიის ფარგლებს: ამ სექტორში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი უზრუნველყოფს 7,5 - 8 სამუშაო ადგილს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და წარმოების სფეროებში. სამრეწველო ქალაქები აწყდებიან საგადასახადო შემოსავლების კლებას, საწარმოების გაჩერებასა და უმუშევრობის ზრდას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×