რეზონანსი
06.10.2026

პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი ბურჭულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების, ზოდელავას და ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნას ეხმიანება და ამბობს, რომ მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე.

ბურჭულაძე ფიქრობს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული.

"ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი!

სიმართლე უნდა ითქვას!

პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი.

ვფიქრობ, ეს "გადაწყვეტილება" ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე", - წერს ბურჭულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×