რეზონანსი
05.10.2026

 სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში "კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ" მსჯავ­რდე­ბულ საბა სხვი­ტა­რი­ძის გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და აცხა­დე­ბენ, რომ რუს­თა­ვის №6 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სრუ­ლი სიმ­შვი­დეა.

"კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ვყოფთ მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არა­ნა­ი­რი ვე­ნე­ბის გა­დაჭ­რა, შიმ­ში­ლო­ბა და ა.შ. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არის სრუ­ლი სიმ­შვი­დე. სრუ­ლი სიც­რუ­ეა მის პოს­ტში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სრუ­ლი სიმ­შვი­დეა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში.

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" წევ­რმა, საბა სხვი­ტა­რი­ძემ სა­პა­ტიმ­რო­დან გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ექ­ვსე "მკაც­რი რე­ჟი­მის სა­პყრო­ბი­ლე­ში" ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბუ­ლია. სხვი­ტა­რი­ძის თქმით, პა­ტიმ­რებს პრო­ვო­კა­ცი­ას უწყო­ბენ და სას­ჯელს 10-12 წელს უმა­ტე­ბენ. ამას­თან, მისი თქმით, "პა­ტი­მარ­მა ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა".

" გუ­შინ ჩემ სა­კან­თან პა­ტი­მა­რი სცე­მეს - მეს­მო­და ჩხუ­ბის და ცე­მის ხმა. პა­ტიმ­რე­ბის ნა­წი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სხვა ცი­ხე­ში, არ ვი­ცით სად არი­ან. ნა­წი­ლი დე­ეს­კა­ლა­ცი­ის ოთახ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი. პა­ტიმ­რე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო - ითხო­ვენ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას! ასე­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შეს­ვლას ყვე­ლა მო­შიმ­ში­ლე პა­ტი­მარ­თან! ჩვე­ნი სურ­ვი­ლია სა­ჯა­რო გახ­დეს ეს ამ­ბა­ვი და გვერ­დში დაგ­ვიდ­გეს ხალ­ხი“, - წერს საბა სხვი­ტა­რი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×