რეზონანსი
05.10.2026

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია აპირებს, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართოს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნებაა, გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ჩვენ პირველ ინსტანციაში ვიდავეთ და ზოგადად ვხვდებით, რომ მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით, რასაც ვუყურებთ უკვე ერთი წელია, ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება, რომ საპროცესო შეთანხმებას მივაღწიოთ ბრალდების მხარესთან. ჯერ მიმართული არ გვაქვს, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია შედგა, თუმცა მიმართვას ვაპირებთ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ირაკლი ჩხვირკიას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ირაკლი ჩხვირკიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×