რეზონანსი
05.10.2026

თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელიც ელენა წერეთლის და მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს, ბრალი წაუყენეს. გამოძიება გრძელდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილ მამაკაცს ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის მკვლელობა ანგარების მოტივით) და 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორი ეპიზოდით (იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენება).

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა ბრალი აღიარა.

„მან ორივე მკვლელობა აღიარა და თქვა, რომ ჯერ ავტოფარეხში გოგონა მოკლა, შემდეგ კი - მისი დედა“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მკვლელობის მოტივის დასადგენად გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავებმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადეს, რომ ორმაგი მკვლელობის მოტივი შესაძლოა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი ყოფილიყო.

3 ოქტომბერს, მოსკოვში, ერთ-ერთო საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მოკლული ქალი 1972 წელს დაბადებული ბიზნესმენი ელენა წერეთელი აღმოჩნდა, რომელიც ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლეა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, საქართველო მოქალაქე თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. მის ავტოფარეხში ელენა წერეთლის შვილის, დარიას ცხედარი აღმოაჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×