რეზონანსი
05.10.2026

ამ აქციამ გამოიწვია სრული კრახი ოპოზიციისა, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციასთან დაკავშირებით.

შარმანაშვილის თქმით, მათ ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო, ერთი ხელის კვრაღა იყო დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდა.

„ამ აქციამ გამოიწვია სრული კრახი ოპოზიციისა, ვინაიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა.

ის, რომ მათ უარი თქვეს ლეგიტიმურ ორგანოებში მონაწილეობაზე, ყურადღება ქუჩის აქციებსა და რევოლუციურ სცენარებზე გადაიტანეს, აუცილებლად მიიყვანდა ამ კრახამდე. მათ ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო, ერთი ხელის კვრაღა იყო დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდა“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×