რეზონანსი
05.10.2026

ვინ არის 47 წლის ქართველი, თეიმურაზ გოგიაშვილი, რომელსაც მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობას ედავებიან - რას ამბობენ მასზე რუსული მედია და გამოძიება.

ის ქართული წარმოშობისაა და 1979 წელს არის დაბადებული. რუსეთის სამართალდამცველების ინფორმაციით, მანამდე ნასამართლევი არ ყოფილა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, გარკვეული პერიოდი დონეცკსა და ლუგანსკში ცხოვრობდა, შემდეგ კი რუსეთში გადავიდა. 2024 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

2023 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედ იყო რეგისტრირებული და ავტომობილებისთვის კომპონენტების წარმოებას ეწეოდა. 

მასთან დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ფინანსური დავაც: სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ტულის ერთ-ერთი საწარმოს სასარგებლოდ მას 42,11 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა, დამატებით კი დაახლოებით 570 ათასი რუბლის სასამართლო ხარჯი. 

2020 წელს მას რუსეთში შესვლაზე სამწლიანი შეზღუდვაც დაუწესდა, რომელიც სასამარტლოში გაასაჩივრა და გაუუქმდა.

დაკავებისას და შემდგომი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, გავრცელებული ინფორმაციით, ავტომატები, პისტოლეტები, ყუმბარები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

გამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილი ორივე მკვლელობის საქმეზე აღიარებით ჩვენება მისცა და ამბობს, რომ თავდაპირველად 19 წლის გოგონა მოკლა, შემდეგ კი მისი დედა. ეს ჯერ გამოძიების ვერსიაა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს. 

სავარაუდო მოტივად სამართალდამცველები ამ ეტაპზე კონფლიქტსა და ფინანსურ პრობლემებს განიხილავენ, თუმცა ზუსტი მოტივი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×