რეზონანსი
04.10.2026

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე, "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბევრი კარგი რამ გაუკეთა - ქვეყანა წუმპიდან ამოიყვანა და საერთაშორისო არენაზე წარმატებები მოიპოვა.

დავითაძის თქმით, სააკაშვილმა სასამართლოში რეფომა ჩაატარა, თუმცა, მდგომარეობა ვერ გამოასწორა.

"ვიყავი "ეროვნული ფორუმის" წევრი 2008 წლიდან. აქტიურ ოპოზიციაში ვიყავი, იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილმა თავის დროზე, ბევრ კარგთან ერთად, რაც ჩემს ქვეყანას გაუკეთა, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს. მაგრამ როცა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა უსამართლო სასამართლო, გულდასაწყვეტი ის იყო, რომ იმის მერე [შევარდნაძის მმართველობის შემდეგ] რეფორმა ჩაატარა სააკაშვილმა და ვერ გამოასწორა მდგომარეობა, ნაცვლად იმისა, რომ გასწორებულიყო," - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×