
მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და 19 წლის ქალიშვილის დანაწევრებული ცხედრები იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი დააკავეს
მოსკოვის პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო, პროკურორის მონაწილეობით, ეჭვმიტანილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს.
„დაკავებული, თეიმურაზ გოგიაშვილი, დაბადებული 1979 წელს. ის საქართველოს მკვიდრია. ადრე ნასამართლევი არ ყოფილა", - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 3 ოქტომბერს, მოსკოვში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოხდა, სადაც ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მოკლული ქალი 1972 წელს დაბადებული ბიზნესმენი ელენა წერეთელია, რომელიც რესტავრატორ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლეა. ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოკლული ბიზნესმენის ქალიშვილის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაშაულში შესაძლოა ელენა წერეთლის პარტნიორი მონაწილეობდა.