
საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა IRI-ის კვლვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას აგენტურას აღარ აქვს საქართველოში მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური იდეები არის დათვლილი და დამთავრებული.
„ვურჩევდი, რომ დაიხურონ ქუდი და წავიდნენ პოლიტიკიდან ის ადამიანები, რომლებიც უცხო გავლენებს ემსახურებიან საქართველოში", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების 3 ოქტომბერს გამართული, საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა - ოთხივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ.