რეზონანსი
04.10.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევის ჩრდილოეთ ხიდს კიდევ ერთხელ დაარტყეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსულმა ძალებმა დღეს ასევე შეუტიეს სამედიცინო მარაგების საწყობს სუმიში და საკომუნიკაციო ობიექტს დნიპროში. თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 1 900-ზე მეტი თავდასხმის დრონი გამოიყენა, მათგან 800-ზე მეტი რეაქტიული იყო. ამასთან, მათ უკრაინის წინააღმდეგ 1 700 საჰაერო ბომბი და 25 რაკეტა გამოიყენეს.

ამასთან, ზელენსკიმ გერმანიის ფედერალური კანცლერის ფრიდრიხ მერცის კიევში ვიზიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამზადებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკრაინას და მთელ ევროპას თავდაცვისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს.

“დღეს კი ვამზადებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ - უკრაინასა და მთელ ევროპას - თავდაცვისთვის გაცილებით მეტ შესაძლებლობას მოგვცემს. უკრაინასა და გერმანიას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდება. რუსეთი ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევაჩეროთ. მადლობა ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×