რეზონანსი
04.10.2026

ბორტგამცილებლებმა გადაარჩინეს მგზავრი, რომელიც თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვების დროს შეუძლოდ გახდა. ინფორმაციას მედიაჰოლდინგი „კვირა“ ავრცელებს.

30 სექტემბერს ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით შესრულებული რეისის დროს თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაშვების ეტაპზე ერთ-ერთ მგზავრს მოულოდნელად ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და საჭირო გახდა მისთვის დაუყოვნებლივ დახმარების აღმოჩენა.

როგორც თვითმხილველი აცხადებს, ბორტგამცილებლებმა მაღალი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ოპერატიულობა გამოიჩინეს. სწორად შეაფასეს შექმნილი ვითარება, დროულად გაუწიეს მგზავრს შესაბამისი დახმარება და მაქსიმალურად ეფექტურად მართეს სიტუაცია ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×