რეზონანსი
04.10.2026

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ძლი­ერ­მა წვი­მამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად, ძი­რი­თა­დად, გზის მო­ნაკ­ვე­თე­ბი და­იტ­ბო­რა. “ინფო მარ­ტვი­ლი“ ცნობით, პრობ­ლე­მაა სო­ფელ ონო­ღი­ა­შიც, სა­დაც, ად­გი­ლობ­რი­ვის თქმით, პა­ტა­რა მდი­ნა­რე “ლაღ­ვა­ნა“ კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­ვი­და და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი დატ­ბო­რა.

მარ­ტვი­ლის მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მიმ­დი­ნა­რე­ობს არ­ხე­ბის გაჭ­რის სა­მუ­შა­ო­ე­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რათა პრობ­ლე­მურ სოფ­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი მოგ­ვარ­დეს.

ძლი­ერ­მა წვი­მამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა სო­ფელ სო­ფელ ხუნ­წშიც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, წვი­მის დროს გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა და სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში შეს­ვლა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია.

მო­სახ­ლე­ო­ბა აცხა­დებს, რომ პრობ­ლე­მის ერთ-ერთი მი­ზე­ზი სა­ნი­აღ­ვრე არ­ხია, რო­მე­ლიც, მათი თქმით, გა­საწ­მენ­დია.

“არხი არის ამო­საწ­მენ­დი, ვი­თხოვთ დახ­მა­რე­ბას. გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა და სახ­ლში შეს­ვლა გვი­ჭირს წვი­მის დროს. რამ­დენ­ჯერ­მე გან­ვა­ცხა­დეთ, მაგ­რამ არა­ვინ გვაქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას“, - აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×