რეზონანსი
03.10.2026

„საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა. ერთადერთი კონკურენტი პარტია იყო და შესაბამისად, მოვიპოვეთ იოლი გამარჯვება. ჩემი მონაცემებითაც დაახლოებით 90%, ცოტა მეტი არის მხარდაჭერა“, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც 4 მუნიციპალიტეტის შუალედურ არჩევნებს ეხებოდა და აღნიშნა, რომ „ლელოსთან“ კონკურენციაში აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი.

„ესეც გამოხატულებაა, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს და არა საკუთარ მოსახლეობას. ეს პოლიტიკური ძალები ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, არამედ ესაუბრებიან გარე ძალებს. ქართველ ხალხს ამაზე აქვს, ბუნებრივია, ადეკვატური და აბსოლუტურად ლოგიკური რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×