რეზონანსი
03.10.2026

არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატიმრის ოჯახის წევრები ცდილობდნენ, ადამიანი, რომელმაც არაერთი ტყვია ესროლა პოლიციელს და დაჭრა გაემართლებინათ.

„არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას. დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი. რაც შეეხება ამ ადამიანის პიროვნების წარმოჩენას, მე როგორც ვხვდები, ეს მოჰყვა მისი ოჯახის წევრის განცხადებას. როდესაც მან პოლიციელს ესროლა არაერთი ტყვია და დაჭრა პოლიციელი, ამის გამართლებას ცდილობდა მისი ოჯახის წევრი და ამას სჭირდება შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×