
რუსულ მიწებსა და ოკუპანტების მიერ ანექსირებული ყირმის ცაზე უკრაინული დრონები გამოჩნდნენ - ომში მყოფმა ქვეყანამ აგრესორებისკენ ჯამში 200-ზე მეტი დრონი აფრინა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკციებენ, რომ უმეტესობა ჩამოყარეს. მედია, წერს რომ ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა კალუგაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა. რუსული მხარის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
„უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად კალუგაში დაზიანდა მრავალბინიანი და კერძო სახლები. ადგილებზე ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებმაც მსუბუქი ჭრილობები მიიღეს მინის ნამსხვრევებით. ყველას გაეწია საჭირო დახმარება. ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა“, - დაწერა ტელეგრამში კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ.
გუბერნატორის პოსტის კომენტარებში ადგილობრივი მცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ აფეთქებების ხმა საჰაერო განგაშის გამოცხადების გარეშე გაისმა. ერთ-ერთი დაზარალებული სახლის მცხოვრებმა განაცხადა, რომ მას ფანჯრები ჩაემსხვრა, და კითხულობდა, ვინ „შეაკეთებს და გადაიხდის ამას, თუ სახლი მანამდე არ დაინგრევა“, მოგვიანებით კი მისი კომენტარი წაშალეს.
რა იყო კალუგაში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე, ჯერჯერობით უცნობია.