რეზონანსი
03.10.2026

ვანში მე-17 უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის რამე შეფერხებას ადგილი არ ქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს, არჩევნები კი ელექტრონული წესით ტარდება.

სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ძლიერი საქართველო-ლელოს" კანდიდატები იბრძვიან.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ვაჟა ხელაძემ.

"მოდიან ადამიანები, აძლევენ ხმას მშვიდ და კომფორტულ გარემოში. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ჩემს სოფელს. ბევრი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად," - განაცხადა ვაჟა ხელაძემ.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×