რეზონანსი
03.10.2026

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ამტკიცებს, რომ მთავრობის შექმნილი პორტალი ekalata.gov.ge-ის მიხედვით, რომელიც მარკეტების ფასებს აღრიცხავს, პროდუქტები სექტემბერში გაიაფდა.

სააგენტო ირწმუნება, რომ სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა.

მათივე განცხადებით, კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა.

„www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკა სექტემბრის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათისა და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა. სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა.

კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 10 სექტემბერს დაფიქსირდა და 25.57 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის ღირებულება 26.17 ლარი იყო. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 4.4%-ით.

www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.  პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალიც, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“, „ზღაპარი“ „სუფთა სახლი" და „ევროპროდუქტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×